სამომხმარებლო შეთანხმება


1.ძირითადი პრინციპები

1.1 აღნიშნული წესები არეგულირებს ურთიერთობას ერთის მხრივ, egamers.ge-ს და მეორეს მხრივ, რეგისტრირებულ მომხმარებელს შორის.

1.2 egamers.ge-ის ადმინისტრაცია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ და ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე შეცვალოს წესები.

1.3 egamers.ge არ იღებს პასუხისმგებლობას საიტზე განთავსებული მასალების დაკარგვასა და დაზიანებაზე.

1.4 რეგისტრირებული მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას და egamers.ge იღებს ვალდებულებას არ გადასცეს ის მესამე პირებს მომხმარებლის თანხმობის გარეშე. გამონაკლისს წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობითა და საერაშორისო ნორმებით გათვალისწინებული შემთხვევები. შესაბამისი სტუქტურების მხრიდან წარმოდგენილი კანონიერი მოთხოვნის საფუძველზე, მათ egamers.ge-ის ადმინისტრაცია კონფიდენციალურ ინფორმაციას მომხარებელის შესახებ გადასცემს მომხმარებლისთვის შეტყობინების გაგზავნისა და მისი თანხმობის გარეშე.

2.რეგისტრაციის პირობები

3.1 აკრძალულია მომხმარებლის სახელში უხამსი / უცენზურო, ასევე ისეთი შინაარსის სიტყვების გამოყენება, რომელიც შეიცავს ადამიანთა დისკრიმინაციის პროპაგანდას რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური, სქესობრივი და სოციალური ნიშნით.

3.2 აკრძალულია საკუთარი თავის egamers.ge-ს თანამშრომლად, სხვა პირად თუ ორგანიზაციის წარმომადგენლად წარმოჩენა და ისეთი სახელის დარეგისტრირება, რამაც შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს სხვა მომხმარებლები (მაგ.: ცნობილი და საჯარო ფიგურების სახელები, ორგანიზაციის დასახელებები, ადმინისტრატორი, მოდერატორი, მედიატორი და ა.შ. იკრძალება არხის ფონზე ან პროფილის სურათზე ისეთი გამოსახულების განთავსება, რამაც შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებლები.)

3.3 რეგისტრაციისას აუცილებელია მოქმედი ელ-ფოსტის მითითება.


3.4 egamers.ge-ს ადმინისტრაცია უფლებამოსილია, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გააუქმოს ამ მუხლში მოცემული წესების დარღვევით დარეგისტრირებული მომხმარებლის სახელი.


სპონსორები