სიახლეები

Steam Deck-მა შეიძლება მიიღოს ავტორიზაციის ახალი სისტემა Valve Store-ში

 


SteamDB სერვისის შემქმნელმა პაველ დუნდიკმა (Pavel Djundik) განაცხადა, რომ Valve მუშაობს ავტორიზაციის ახალ მეთოდზე Steam მაღაზიაში. კერძოდ, იგეგმება მისი გამოყენება მომავალ Steam Deck კონსოლში. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამისთვის გამოყენებული იქნება QR კოდები, რაც თეორიულად შესაძლებელს გახდის ფოსტიდან ავტორიზაციას, კოდის შეყვანის გარეშე. როგორც ითქვა, ჯერ უცნობია იქნება თუ არა ტექნოლოგია მხარდაჭერილი Steam-ის მობილურ აპლიკაციაში.

  გამოშვების თარიღი არ არის ცნობილი, მაგრამ ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ფუნქცია შეიძლება გამოჩნდეს ამ წლის ბოლოს ან მომდევნო წლის დასაწყისში. შეგახსენებთ, რომ ადრე გავრცელდა ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, რომ Valve მაღაზიაში მონიშნავდა მხოლოდ იმ თამაშებს, რომლებიც კონსოლზე უპრობლემოდ იმუშავებდა.

დატოვე კომენტარი

სპონსორები

მსგავსი: