სიახლეები

საშინელებათა ჟანრის თამაში უფასოდ!

                                          კიდევ ერთი უფასო შაბათ-კვირა დაიწყო Steam-ზე!

ამჯერად, აქციას უერთდება მრავალმოთამაშიანი, საშინელება ჟანრის თამაში „Dead by Daylight“. რომლის ბრძოლის ფორმატი „4 vs 1”-ია. ჰორორის ჟანრის  თამაშის სრული ვერსია შეგიძლიათ ითამაშოთ უფასოდ 24 ოქტომბრამდე.  გარდა ამისა, 1 ნოემბრამდე Dead by Daylight-ის შეძენა შესაძლებელია Steam-ზე 50%-იანი ფასდაკლებით 12.20 ლარად  (24,44-ლარის ნაცვლად, მიმდინარე კურსით).

ასევე ფასდაკლებებს შეუერთდა  სამი გამოცემა ესენია:

1.       Stranger Things Edition (58%),

2.      Silent Hill Edition (55%)

3.       Ultimate Edition (37%).

Dead by Daylight გამოვიდა 2016 წელს. თამაშის მთავარი არსი გადარჩენისთვის ბრძოლაა. თამაში გენერირებულია დონეებით, სადაც ერთი მოთამაშე ირგებს მკვლელის როლს, ხოლო დანარჩენი ოთხნი  არიან გადარჩენილები, რომლებიც ცდილობენ თავი დააღწიონ მანიაკის.

თითოეულ პერსონაჟს აქვს საკუთარი უნიკალური დონის სისტემა.  პროექტი არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საშინელებათა  საშინელებათ ჟანრის თამაში Steam სერვისზე. ახლა თამაშს აქვს 82%-ანი რეიტინგი და 380,000  მეტი მიმოხილვა.


 

 

დატოვე კომენტარი

სპონსორები

მსგავსი: