სიახლეები

Ubisoft მუშაობს ახალ Splinter Cell– ზე

VGC– ის თანახმად, Ubisoft– მა საბოლოოდ გადაწყვიტა უპასუხოს თაყვანისმცემლების თხოვნებს და Splinter Cell– ის ახალი ნაწილის წარმოება დაიწყო.  ზუსტად რომელი სტუდია მუშაობს ახალ თამაშზე გაურკვეველია, მაგრამ როგორც ჩანს მას აქვს „არატრადიციული“განყოფილება მონრეალში.  ამავდროულად, უნდა აღვნიშნოთ რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ სხვა მობილურ ან VR თამაშის ვერსიაზე, ფრენჩაიზის ფარგლებში, ამ შეთხვევაში საუბარი სრულფასოვან გაგრძელებაზეა.


 როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, თამაში ჯერ კიდევ განვითარების საწყისს სტადიაზეა, მაგრამ არის იმის შანსი რომ მომავალ წელს სრულფასოვანი და ამომწურავი ინფორმაცია გაჟღერდეს. სერიის ბოლო, მნიშვნელოვანი თამაში 2013 წელს გამოვიდა, რომელიც Splinter Cell: Blacklist-ის სახელით იყო ცნობილი.


 აქვე, ექსპრონტად შეოგთავაზებთ ახალ ინფორმაციას, იმასთან დაკავშირებით რომ Netflix ქმნის ანიმაციურ პროექტს Splinter Cell-ზე დაყრდნობით.

დატოვე კომენტარი

სპონსორები

მსგავსი: