ვიდეოები

Suiler Squad: Kill The Justice League– ის ახალი თრილერი!

გამოქვეყნდა Suiler Squad: Kill The Justice League– ის ახალი თრილერი!

 

    Rocksteady–მა გამოაქვეყნა Suicide Squad: Kill The Justice League DC Fandome– ის ახალი თრილერი.  თრილერი Batman Arkham -ის  სამყაროშია გადაღებული, გმირები კი, დაუპირისპირდნენ იუსტიციის ლიგის ბნელ ვერსიას. საინტერესო დეტალი, რომელიც მოყვარულთა ყურადღებას იქცევს არის ის, რომ შესაძლებელი იქნება გუნდის სხვადასხვა წევრად თამაში, თქვენ შეგიძლიათ იყოთ: ჰარლი ქუინი, კინგ ზვიგენი, კაპიტანი ბუმერანგი და დედშოტი. გარდა ამისა, თითოეულ მათგანს აქვს ინდივიდუალური შესაძლებლობები.  მოთამაშეებს აქვთ სრული თავისუფლება და მათ შეეძლებათ, ერთი გმირიდან მეორე გმირზე მარტივად და სწრაფად გადაერთონ თამაშის მიმდინარეობისას. დროდადრო შეიძლება  იარაღი დაკარგოთ ან ტყვიების ნაკლობაბას უჩივოდეთ თუმცა, არ ინერვიულოთ, თქვენ შეგეძლებათ ხელჩართულ ბრძოლაში მონაწილეობა. ამავდოულად, დედშოტს, მაგალითისთვის გეტყვით რომ აქვს  თვითმფრინავის პაკეტი,(ფრენა შეეძლება) რომელიც სასიამოვნო სიახლედ შეიძლება ჩავთვალოთ.

 ზემოდჩამოთვლილის გარდა, შემქმნელები გვთავაზობენ თამაშის ორ რეჟმს. ე.ი. თქვენ შეგიძლიათ ითამაშოთ დამოუკიდებლად ან კიდევ ჯგუფურად, მეგობრებთან ერთად. სავარაუდოდ, ამ ეტაპისთვის ჯგუფური თამაშის დროს, მონაწილეთა რაოდენობის მაქსიმუმი იქნება 4 ადამიანი.

„Suicide Squad" - ის გამოშვება მოსალოდნელია 2022 წელს PS5, Xbox Series X და PC- ზე.

დატოვე კომენტარი

სპონსორები

მსგავსი: