მარსი ანიმიდან "DOTA: Dragon's Blood" გამოჩნდება Dota 2 -ში

  International 10 -ის მსვლელობისას ,Valve– მ წარმოადგინა  DotA (Defense of the Ancients)-ის ახალი ნაწილი, Dota 2. ის რითიც Dota 2-მა  გეიმერებისა და ანიმეს მოყვარულთა დიდი ყურადღება მიიქცია არის ახალი პერსონაჟი მარსი. მარსი არის პერსონაჟი ანიმედიან  "DOTA: Dragon's Blood" (ანიმე პირველად Netflix– ზე გამოჩნდა). ის არის მირანის მოახლე და მცველი, მუნჯი გოგონა არაჩვეულებრივი ბრძოლის უნარით. 
"DOTA: Dragon's Blood"-ის მოყვარულები Valve-ს დიდი ხნის გნამავლობაში  სთავაზობდნენ, ზემოთ ნახსენები პერსონაჟის Dota 2-ში დამატებას. მოყვარულების გარდა,  Reddit–ც კი, განიხილავდა იმას, თუ რა თვისებები  გახდიდა ჩვენს პერსონაჟს უფრო საინტერესოს და აღსანიშნავია, რომ თვისებები ჩამონათვალი იყო გრძელი, მაგალითად, ერთ-ერთი მთავრი "შეთავაზება" იყო ჩახუტების უნარი. reddit-ის აზრით, მარსი თუ შეძლებდა თანამებრძოლებთან ჩახუტებას, ამით ის მათ საბრძოლო სულს შთაბერავდა. ჯერჯერობით, უცნობია რამდენად გაითვალისწინებს  valve , reddit-ის შეთავაზებას და ამავდროულად, უცნობია თუ რამდენად შეიძლება  ემთხვევოდეს  ვარაუდები Valve– ს სამომავლო  გეგმებს..
   მარსი გახდება  Dota 2-ის 121 -ე გმირი. მის წინ, უახლესი პერსონაჟი იყო დონბრეიკერი,რომელიც  თამაშში გამოჩნდა 9 აპრილს.  როგორც ვარაუდობენ ,მარსისთან შეხვედრა შემოდგომის ბოლომდე უნდა შედგეს.
  გარდა ამისა, Valve– მა გამოაცხადა ანიმე „DOTA: Dragon's Blood“ - ის მეორე სეზონის გამოშვება. ჩვენ მას 2022 წლის იანვარში ვიხილავთ.

დატოვე კომენტარი

სპონსორები

მსგავსი: