PC და კომპონენტები

საუკეთესო გეიმინგ ლეპტოპი 2021 - ASUS ROG ZEPHYRUS G15

ასუსმა წელს შემოგვთავაზა ერთერთი ყველაზე ძლიერი და ყველაზე მსუბუქი ლეპტოპი მისი ეკრანი 15 ინჩია (38cm) უახლესი გეიმინგ ლეპტოპის სისტემა AMD-ისა და NVIDEA-ს კოლაბრიაცაზეა აგებული 165Hz QHD დისპლეით. უამრავი ტესტის შემდეგ ლეპტოპი გაუმკლავდა უახლეს AAA თამაშებს QHD რეზოლუციით,რაც გეიმინგ ლეპტოპების ბაზარზე ახალი სიტყვაა,ასეთი რამ ჯერჯერობით მხოლოდ ასუსმა შემოგვთავაზა გეიმერებს.
ლეპტოპის ფასი ამაზონზე 2,294 დოლარია. ახლა კი დეტალურად განვიხილოთ სისტემური მონაცემები.

ოპერატიული მეხსიერება (RAM) - 24GB
CPU Speed - 3.00GHz
ეკრანის ზომა - 15.6 inches (38cm)
მყარი დისკი - 1TB
წონა - 4.1 Ibs (1.9კგ)


როგორც ვხედავთ ჩვენი ასუსი როგის G15 მოდელი არამარტო უძლიერესი და უსწრაფესია,ამასთან ერთად მსუბუქი და კომფორტულია,მისი წონა 1,9 კილოგრამია,რაც შეეხება ლეპტოპის ელემენტს,აქაც საკმაოდ დიდი ნახტომი განიცდა ლეპტოპ გეიმინგმა მისი ბატარიის მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება-4-Cell 90Wh,რაც საშუალებას გვაძლებს მოწყობილობა ვამუშაოთ 3 საათი სრული დატვირთვით.

რაც შეეხება ვიდეო ბარათსა და უშუალოდ პროცესორს,მოწყობილობა იმითაა განსაკუთრებული,რომ საკმაოდ საინტერესო გამოდგა ორი კონკურენტის AMD-ისა და NVIDEA-ს თანამშრომლობა,რომელიც ასუსმა ძალიან კარგად გააერთიანა და წლის საუკეთესო ლეპტოპი შემოგვთავაზა,ვიდეო კარტისა და პროცესორის მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება.

ვიდეო ბარათი - NVIDEA GeForce RTX 3080 (8192MB) GDDR6
პროცესორი - AMD Ryzen 9  - 3000GHz დან 4800 GHz - მდე.

ინტერიერი სადა და დახვეწილია,რასაც მიჩეულები ვართ ასუსისგან,ლეპტოპის გარედიზაინი შექმნილი ალუმინიუმით,რომელიც ერთი ორად გაგიზრდით ლეპტოპის შეძენის სურვილს.ჯერჯერობით მოწყობილობის შეძენა არცერთ ქართლ ტექნიკის მაღაზიაში შესაძლებელი არ არის.



დატოვე კომენტარი

სპონსორები

მსგავსი: