კიბერსპორტი

Dota 2, PUBG Mobile და კიდევ 6 თამაში შევიდა 2022 წლის აზიის თამაშების დისციპლინების სიაში

აზიის ოლიმპიურმა საბჭომ ჩამოთვალა თამაშები, რომლებიც შევა 2022 წლის აზიის თამაშების დისციპლინების სიაში. ღონისძიება მომავალ წელს გაიმართება 10 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით, ჩინეთში, ჰანჯოუში.
შეირჩა 8 თამაში:
  1. Arena of Valor Asian Games Version
  2. Dota 2
  3. Dream Three Kingdoms 2
  4. EA SPORTS FIFA branded soccer games
  5. HearthStone
  6. League of Legends
  7. PUBG Mobile Asian Games Version
  8. Street Fighter V
კიბერსპორტი შედიოდა 2020 წლის აზიის თამაშების სპორტულ პროგრამაში - მანამდე ასეთი მატჩები საჩვენებელი ხასიათის იყო. ტურნირის გამარჯვებულები მიიღებენ მედლებს, რომლებიც ჩაითვლება საერთო რეიტინგში.

დატოვე კომენტარი

სპონსორები

მსგავსი: